აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას საგამოძიებო კომისიები და კორუფციული ფაქტების გამოვლენა მოხდეს - თურაზაშვილი
აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას საგამოძიებო კომისიები და კორუფციული ფაქტების გამოვლენა მოხდეს - ამის შესახებ დღეს "ძლიერი საქართველოს" წევრმა გორის საკრებულოში, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
თურაზაშვილის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ აუცილებელია რეალური ბრძოლა და არა ისეთი მოჩვენებითი, როგორსაც "ოცნება" მიმართავს.
- ცნობისთვის, დღეს, როგორც თბილისში, ისევე ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა.
ქართულ ოცნებას, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე არ აინტერესებს საკუთარი მოქალაქეები, არ აინტერესებს პენსიონერები, რომლებიც წამალს და საკვებს ვერ ყიდულობენ, არ აინტერესებს ახალგაზრდები. თითქოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ მოჩვენებითია. ისინი რეალურად ინაწილებენ სახელმწიფო ქონებას. ამიტომ აუცილებელია ყველა, 57 მუნიციპალიტეტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ანუ საგამოძიებო კომისიები და მოხდეს იდენტიფიცირება და გამოვლენა თითოეული კორუფციული ფაქტის", - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.