"ცოტათი დაგვაგვიანდა" - დავითულიანი პარტიების აკრძალვაზე
"ცოტათი დაგვაგვიანდა" - ასე პასუხობს "ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ოპოზიციის აკრძალვის შესახებ დასმულ კითხვას.
პარლამენტიდან საკრებულოში გადასული "ოცენბის" წევრი დღეს ასაკრძალ პარტიებსა და ფაშისტურ პარტიას შორის ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვა და პარტიების გასამართლებით იმუქრებოდა.
პარტიების აკრძალვაზე ვფიქრობ იმას, რომ ცოტათი დაგვაგვიანდა. ფაშისტური პარტია რომ არ აეკრძალათ გერმანიაში, ეხლა არ იქნებოდა კარგ დღეში. ეს პარტიები უნდა გასამართლდნენ", - განაცხადა დავითულიანმა.
"პირველების" კითხვაზე, მაშინ როცა ასაკრძალ პარტიებზე ფაშისტური პარტიის კონტექსტში საუბრობს, რას ფიქრობს და იყო თუ არა მისთვის წამების ტოლფასი ნოემბერ-დეკემბერში აქციის მონაწილეების სასტიკი ცემა ქუჩაში? - დავითულიანი ასე პასუხობს:
თანაზომიერი ძალა გამოიყენეს. კონკრეტულ გადაცდომა, ასეთი თუ არ არებობდა.... აქცია რომ ძალადობრივი იყო, ეს დადასტურდა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნით", - ამბობს დავითულიანი.
"ქართული ოცნების" სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:
- "ნაციონალური მოძრაობა"
- კოალიცია "ცვლილებისთვის" შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია "ახალზე"
- "ლელო - ძლიერი საქართველო"