ქუჩაში მდგომი ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი - ნოდარ ბოკერია

30.10.25 15:30
ქუჩაში მდგომი ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი - ნოდარ ბოკერია

 

 

თბილისის საკრებულოს ახალგაზრდა წევრი  "ქართული ოცნებიდან", ნოდარ ბოკერია ირწმუნება, რომ ახალგაზრდების ნაწილი, ვინც ქუჩაში დგას და ევროპული მომავლისთვის იბრძვის, შეცდომაში არიან შეყვანილნი.

მეტიც, ბოკერია, რომელიც ზუსტად იმ ახალგაზრდების თანატოლია, ვინც ყოველ ღამე რუსთაველის გამზირზე გადის, ირაკლი კობახიძს მსგავსად ამტკიცებს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირს ყოველდღიურად 50-120 კაცი კეტავს - "როდესაც 50 ადამიანი კეტავს მთავარ გამზირს, ამით ფაქტობრივად ძალადობს მილიონიან მოსახლეობაზე".

რაც შეეხება ქუჩაში მდგომ ახალგაზრდებს, ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ნაწილი არის შეცდომაში შეყვანილი. "ოცნებამ" არჩევნებში მიიღო დაახლოებით მილიონ 200 ათასზე მეტი ხმა, შესაბამისად, ეს იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მოსახლეობას უჭერს მათ შორის "ოცნების" იმ მესიჯს ხმა, რომ ეს პარტიები უნდა აიკრძალოს. როდესაც 50 ადამიანი კეტავს მთავარ გამზირს და ამით ფაქტობრივად ძალადობს მილიონიან მოსახლეობაზე, ეს ხომ არასწორია. თუნდაც 12 ადამიანი არ უნდა უზღუდავდეს მილიონიან მოსახლეობას უფლებას და ეს მარტივი დემოკრატიული პრინციპია", - ამბობს ნოდარ ბოკერია. 

მსგავსი სიახლეები