ოპოზიცია კორუფციის ფაქტების გამოსავლენად საგამოძიებო კომისიის შექმნას ზუგდიდის საკრებულოშიც ითხოვს

30.10.25 15:46
ოპოზიცია კორუფციის ფაქტების გამოსავლენად  საგამოძიებო კომისიის შექმნას ზუგდიდის საკრებულოშიც ითხოვს

ოპოზიცია კორუფციის ფაქტების გამოსავლენად  საგამოძიებო კომისიის შექმნას ზუგდიდის საკრებულოშიც ითხოვს - როპგორც "ლელო ძლიერი საქართველოს" საკრებულოს წევრი, სოფიო შამუგია აცხადებს, მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ დონეზეც აუცილებელია კორუფციასტან ბრძილა. 

"ოცნება" საკუთარ თავს არ გამოავლენს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იფლანგება ხალხის ფული - აცხადებს შამუგია.

ვებრძვით ჩამყაყებულ რუსულ "ოცნებას" კორუფციაში. ვიცით, როგორ იჭერენ ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ ვინც 13 წელი ძარცვეს საქართველო. "ლელო ძლიერი საქართველო" ვაპირებთ დავაინიციროთ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეისწავლიან და გამოავლენენ კორუფციის ფაქტებს. დარწმუნებული ვარ, მათ ეშინით მსგავი ტიპის საგამოძიებო ჯგუფების შექმნის, რადგანაც ისინი საკუთარ თავს არ გამოავლენ, მაგრამ ხალხმა ჩვენ კარგად ვიცით, რომ იფლანგება დიდი რაოდენობით ხალხის ფული", - ამბობს სოფიო შამუგია.

 

მსგავსი სიახლეები