ზუგდიდში "ოცნებას" წაგებული აქვს - ანზორ მელია პოლიციის მობილიზებას ხელისუფლების შიშს უკავშირებს
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ხელისუფლების მიერ სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება შეშინებულია:
ნახეს, რომ ზუგდიდში "ოცნებას" წაგებული აქვს. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბნაშვილი გამოდის და ყველას და ყველა კანდიდატს ლანძღავს, მწვანე შუქი აუნთო, რომ ძალადობრივი მეთოდებით იმოქმედონ, რომ რამენაირად ზუგდიდი გამოსტაცონ ნაციონალებს. მარტო ნაციონალები არ არიან აქ, გაერთიანებული ოპოზიციაა. გაერთიანებული ოპოზიციის ხალხი მიდგას გვერდით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - თქვა ანზორ მელიამ.