საქართველო ივანიშვილის მძევლად იქცა - ექსკლუზიური ინტერვიუ რასა იუკნევიჩიენესთან
საქართველო ივანიშვილის მძევლად იქცა - ამ სიტყვებით აფასებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ პარტიების აკრძალვას აუცილებლად მოჰყვება პასუხი ევროკავშირისგან, მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.
იუკნევიჩენე ამბობს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილებით, აკრძალოს ოპოზიცური პარტიები, საქართველო სულ უფრო და უფრო ემსგავსება ბელორუსს და "რუსკი მირს".
ევროპარლამენტარის თქმით, ივანიშვილს არასდროს სურდა ევროკავშირში გაწევრიანება - "რადგან აცნობიერებს რომ ეს მისი ძალაუფლების დასასრული იქნება"
იუკნევიჩიენე ხაზგასმით აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპული გრძნობებით მანიპულირებდა, ახლა კი მათ "ნიღბები ჩამოიხსნეს".
როცა "ქართულ ოცნებაზე" ვსაუბრობთ სიტყვა დემოკრატია კონტესტიდან ამოვარდნილია. თქვენი კითხვა ეხებოდა საკოსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით 3 ოპოზიციური პარტიის გაუქმებას. ყველა შოკირებულები ვართ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ყოველდღიურად არ ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ პროცესებს. ძალიან სამწუხარო ამბავია. ყველა ხედავს რომ სიტუაცია უარესდება. მეორე მხრივ, ვხედავთ სომხეთს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული გზით მიდის, საქართველოსგან განსხვავებით, ისინი ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობენ და პოლიტიკას ცვლიან. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო სულ უფრო და უფრო ემსგავსება ბელორუსიას. საქართველო სულ უფრო და უფრო რუსკი მირის მხარეს დგას. ამას ქვეყნისთვის ძალიან ტრაგიკული შედეგები ექნება.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ იქცა საქართველო ბიძინაა ივანიშვილის მძევლად, რადგან, დემოკრატია მისი მომავლისთვის უდიდესი მტერია. ამიტომ, მას არც არასდროს უნდოდა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება,რადგან აცნობიერებს რომ ეს მისი ძალაუფლების დასასრული იქნება. ეს პარტია ქართველი ხალხის ევროპული გრძნობებით მანიპულირებდა. მათ ნიღბები ჩამოიხსნეს და ახლა მდგომარეობა უფრო აშკარაა. არ ვიცი რამდენი ადამიანი აცნობიერებს, რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება ამას ქვეყნისთვის . რუსეთი , ბელორუსია და ყველა ავტოკრატიულიი ქვეყნები აუქმებენ ოპოზიციას. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიისთვის კიდევ ერთი მიზეზი იქნება, რომ შეცვალონ უვიზო რეჟიმი მათთვის, ვინც პასუხისმგებელია. ისინი უახლოეს მომავალში ვეღარ ისიამოვნებენ პარიზით და ხმელთაშუა ზღვის კურორტების რეზორტებით. ამას ძალიან რეალური შედეგები მოჰყვება", - ამბობს რასა იუკნევიჩენე.