ევროკომისიასთან ერთად ვმუშაობთ "ოცნების" ლიდერების სიაზე - ევროპარლამენტარი
"ნამდვილ დემოკრატიაში, ოპოზიცია მტერი არ არის" - ასე ეხმაურება "პირველებთან" ინტერვიუში, პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს, რომელიც "ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დაარეგისტრირა.
ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესი არ არის და რომ ამით პოლიტიკური არჩევანი საფრთხის წინაშე დგას.
ბრეიზას თქმით, ევროკომისარ მარტა კოსის ოფისთან ერთად მუშაობენ "ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების და ყველა პასუხისმგებელი პირის სიაზე, რომლებსაც შეზღუდვები დაუწესდებათ - "ეს სია ევროკავშირს უვიზო რეჟიმის აკრძალვისთვის დაეხმარება".
რაც ახლა საქართველოში ხდება, თან ძალიან სეროზული და ამავდროულად ძალიან სამწუხაროა. როცა მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ნიშანი რომ პოლიტიკური არჩევანი საფრთხის წინაშე დგას. ნამდვილ დემოკრატიაში, ოპოზიცია არ არის მტერი, ის აბალანსებს და მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებს. ქართული ოცნების გადაწყვეტილება რაც არის ოპოზიციური პროევროპული პარტიების აკრძალვა, არადემოკრატიული და ევროკავშირის საწინააღმდეგოა. ჩემი ოფისი უკვე კავშირზეა ევროკომისარ მარტა კოსის ოფისთან, ჩვენ ვმუშაობთ "ქართული ოცნების" ლიდერების სიაზე, კორუმპირებუოლ მოსამართლეებზე, ცრუ მოწმეებსა და მოძალადე აქტივისტების სიაზე, რომლებიც ქუჩაში თავს ესხმიან ადამიანებს. ეს სია ევროკავშირს უვიზო რეჟიმის აკრძალვისთვის დაეხმარება. ჩვენ ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ და მარტო არ უნდა ვისაუბროთ". - განაცხადა კშიშტოფ ბრეიზა.