ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა - კოლსი პარტიების აკრძალვაზე
ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმას.
კოლსი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ოცნება“ ამ გადწყვეტილებით პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას ცდილობს.
„საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს. ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის - ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა. „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევას და საქართველოს რუსულ სატელიტად გადაქცევას - ისე, როგორც ბელარუსია“, - წერს რიჰარდს კოლსი X-ზე.
"ქართული ოცნების" სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:
- "ნაციონალური მოძრაობა"
- კოალიცია "ცვლილებისთვის" შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია "ახალზე"
- "ლელო - ძლიერი საქართველო"