გადაგვარჩინა, მათ შორის, პარლამენტში შემოსვლამ - გახარიას გუნდი
გახარიას გუნდი ამბობს, რომ ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვედრას, მათ შორის, პარლამენტში შესვლამ გადაარჩინათ.
გიორგი შარაშიძეს დღეს კამერების წინ ამტკიცებდა, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" არჩევნებში მონაწილეობისთვის სჭირდებათ და ირწმუნებოდა, რომ იმ სამ პარტიას, რომელიც "ოცნებსი" სარჩელში მოხვდნენ, საკუთარი თავი თავადვე აიკრძალეს - "თავად იკრძალავენ საკუთარ თავს, როცა ამბობენ, რომ ჩვენ არჩევნების გზით ვერ შევცვლით ამ ხელისუფლებასო".
რა თქმა უნდა, არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პარტია, ანუ არჩევნებში მონაწილეობის ინსტრუმენტი შევინარჩუნოთ. გადაგვარჩინა ჩვენმა სწორმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ. მათ შორის პარლამენტში შემოსვლამ, იმიტომ, რომ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ამ პარლამენტს ბოიკოტი გამოვუცხადეთ, რაც პოლიტიკური პროტესტის კანონით გათვალისწინებული ფორმაა.
კიდევ ერთხელ ავხსნი, ჩვენ იმის კომპლექსი კი არ გვაქვს, რომ პარტია გვჭირდება, პარტია გვჭირდება იმისთვის, რომ არჩევენებში მონაწილეობა მივიღოთ და დავამარცხოთ ეს ხელისუფლება. ამ პარტიებს, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას" და მის დანაყოფებს, არ სჭირდებათ ეს პარტია, თავად ამბობენ ამას. ვერ ვხდები, მათ მაგივრად მე როგორ გიპასუხოთ. თავად ამბობენ, არ გვჭირდება ჩვენ ეს პარტიებიო. თავად იკრძალავენ საკუთარ თავს, როცა ამბობენ, რომ ჩვენ არჩევნების გზით ვერ შევცვლით ამ ხელისუფლებასო", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
"ქართული ოცნების" სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:
- "ნაციონალური მოძრაობა"
- კოალიცია "ცვლილებისთვის" შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია "ახალზე"
- "ლელო - ძლიერი საქართველო"