მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ალტერნატიული ფართი გამოუყვეს

30.10.25 17:29
 მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ალტერნატიული ფართი გამოუყვეს

პროტესტმა შედეგი გამოიღო - მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ორშაბათიდან გურამიშვილის გამზირზე, "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის" ერთ ერთ კამპუსში გადაიყვანენ, სადაც საგაკვეთილო პროცესები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

ეს დაპირება პროტესტში მყოფმა მშობლებმა დღეს განათლებსი მინისტრის მოადგილისგან მიიღეს. 

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გუშინაც გადაკეტეს. ისინი სკოლის მშენებლობის სწრაფად დასრულებასა და მანამდე ხელსაყრელი ალტერნატიული ადგილის გამოყოფას ითხოვენ.

მეათე სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენების დაპირებით.

მსგავსი სიახლეები