გახარიას შეუძლია, ბერლინიდან ეთანამშრომლოს რეჟიმს - ნიკა ფარულავა
გიორგი გახარიას შეუძლია, ბერლინიდან ეთანამშრომლოს რეჟიმს - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ნიკა ფარულავამ განაცხადა, რითაც გახარიას გუნდის პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა.
ფარულავას თქმით, ყოფილი პრემიერის პარტიასა და "ოცნების" სპიკერებს უკვე პროდასავლურ ოპოზიციაზე ერთნაირი მესიჯბოქსი აქვთ - "გიორგი გახარიამ აირჩია ის გზა, რაც აირჩია".
რეჟიმის სპიკერები და გიორგი გახარიას თანაგუნდელები ერთხმად ადასტურებენ, რომ თურმე "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ აზრს, პოლიტიკურ აქტივობას კრძალავს მხოლოდ იმიტომ, რომ სინამდვილეში ჩვენ, პროდასავლურმა ძალებმა არ გადავდგით ისეთი ნაბიჯები, არ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ეს იყო ე.წ. პარლამენტში შესვლა, მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, წნეხის შემცირება. გიორგი გახარიამ აირჩია ის გზა, რაც აირჩია, მას შეუძლია ბერლინიდან ეთანამშრომლოს რეჟიმს", - ამბობს ნიკა ფარულავა.