პარტიების აკრძალვა: რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილს - ხატია დეკანოიძე 3 მიზეზს ასახელებს

30.10.25 17:51
პარტიების აკრძალვა: რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილს - ხატია დეკანოიძე 3 მიზეზს ასახელებს

პარტიების აკრძალვის გეგმა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე სამ მიზეზს ასახელებს, თუ რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამ სარჩელით, რომელიც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. 

ყველა იმ ადამიანის კანონგარეშე გამოცხადება, ვინც რუსეთს უპირისპირდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო სწორედ ამოცანა წლების პროპაგანდისტული მედიის - რუსული პროპაგანდის, კრემლის, პუტინის. მე სიმართლე გითხრათ, სხვა მიზეზი მგონია აქ. პირველი მიზეზი - ეს არის ომსი გამართლება, 2008 წელს რუსეთის გამართლება, როდესაც ჩვენთან შემოიჭრა და პირველი სამხედრო  ფართომასშტაბიანი აგრესია იყო სწორედ 2008 წელს საქართველოში. მეორე- ეს არის, საინფორმაციო სივრცის შევსება, იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდას დაკავებული ჰქონდეს საინფორმაციო სივრცე 24/7-ზე, ყოველწუთიერად და ეს რა თქმა უნდა, გაგრძელდება თვეები და მესამე- ალბათ, ეს არის კიდევ უფრო დაქსაქსვის მცდელობა", - ამბობს ხატია დეკანოიძე.  

"ქართული ოცნების" სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:

  • "ნაციონალური მოძრაობა"
  • კოალიცია "ცვლილებისთვის"  შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია "ახალზე"
  • "ლელო - ძლიერი საქართველო"

მსგავსი სიახლეები