"ოცნების" გუბერნატორი ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიცია დანაშაულს არ ჩადიოდა

30.10.25 18:11
"ოცნების" გუბერნატორი ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიცია დანაშაულს არ ჩადიოდა

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ოცნებაში" პორტირებული მაღალჩინოსნის პირველი ინტერვიუ მძიმე ბრალდებების შემდეგ - ილია ჯალაღანია, რომელსაც ხალხი ტერორში ამხელს, "პირველებთან" ირწმუნება, რომ კანონი არასდროს დაურღვევია და არც ვინმესთვის ჩაუდია ნარკოტიკები.

მეტიც, ყოფილი პროკურორი და ახლა უკვე კობახიძის მთავრობაში გუბერნატორი ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს არც პოლიციელები და არც პროკურორები, დანაშაულს არ ჩადიოდნენ.

თქვენ გინახავთ პროკურორი, რომელიც ვინმეს ნარკოტიკს უდებს? ან ასეთი პოლიციელი გინახავთ? ასეთი არ არსებობს - ამბობს ჯალაღანია.

ის რაც სიუჟეთი გავიდა, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ეს არის პროფესიის არასწორად გამოყენებსი კლასიკური მაგალითი. სიცურეა... მაგ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ილია ჯალაღანიაზე, ეს ქალბატონი მივიდა და იძახის, რომ ამაში ყველაფერში დამნაშავე არის ჯალაღანია. 

თქვენ გინახავთ პროკურორი, რომელიც ვინმეს ნარკოტიკს უდებს? ან ასეთი პოლიციელი გინახავთ? ასეთი არ არსებობს. გამორიცხულია. მე პასუხს ვაგებ ჩემს ქმედებაზე და გაძლევთ პირობას, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ დაადასტურებს, რომ ილია ჯალაღანიამ ვინმე ვინემსთან შეაგზავნა ან რაიმე სთხოვა, ვერ დაადასტურებს ვერცერთი ადამიანი, რომ ვინმეს რამე ჩავუდე.

მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები ამ ქვეყანას, ვემსახურები ჩემი წესიერებით და პატიოსნებით და ახლაც, ამ პოზიციაზე მზად ვარ ასე გავაგრძელო. არცერთი დღე და არცერთი წუთი, ჩემი გადაადგმული ნაბიჯისა არ მრცხვენია.

მოდით ასე ვთქვათ, გაარკვიოს ეს ყველაფერი სასამართლომ.

ქალბატონო ნანუკა, აქ მე უკვე მეოთხე წელიწადია ვარ, ვასრულდებდი მოადგილსი მოვალეოაბს, შემდეგ პირველი მოადგილის, შემდეგ გუბერნატორის მოვალეობას ვასრულებ  და ავსრულებ წესიერად და პატიოსნად" - ამბობს ილია ჯალაღანია. 

  • მოქალაქე „პირველებთან" ამტკიცებს, რომ ჯალარანიას დავალებით მის შვილს პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკი ჩაუდეს, თავად კი აიძულებდნენ, ეღიარებინა არარსებული ფაქტი, რომ თითქოს, იარაღის საწყობს შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. 

ცნობისთვის, გამოცემა “გურისნიუსის“ არქივში ინახება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ის მთავარ პროკურატურას მიმართავს და  პირდაპირ ითხოვს ილია ჯალაღანიას წარსულის შეხსენებას. სწორედ ეს ადამიანი ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში გუბერნატორად დანიშნა.

ამავე თემაზე: 

 

მსგავსი სიახლეები