რატომ მალავდა "ოცნება" ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილს

30.10.25 18:35
რატომ მალავდა "ოცნება" ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილს

20 დღის დაგვიანებით გამოქვეყნებული წერილი - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მათ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან სანქციების აღსრულების გამო მადლობა მიიღეს, თუმცა როგორც ირკვევა, ბრიუსელმა ივანიშვილის გუნდი ჯერ კიდევ 9 ოქტომბერს გააფრთხილა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლაში რუსეთის დახმარება შეეწყვიტათ. 

ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი ადასტურებს, რომ ისინი "ქართული ოცნების" პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. ევროკავშირი საქართველოს მეტი ქმედებისკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ რუსეთი გვერდს არ აუვლის სანქციებს, რომელიც რეალურად მუშაობს. 

მართლაც, ჩვენ დავადასტურეთ, რომ წერილი გაეგზავნა საქართველოს ხელისუფლებას. ეს ეხებოდა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შეჩერების შესახებ, ჩვენ ამ კუთხით ყველა შესაბამის ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ, ეს ჩვენი გლობალური და ფართომასშტაბიანი მიდგომის ნაწილია. ჩვენ კვლავ ველით პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან და მოვუწოდებთ მეტი ქედებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ რუსეთი გვერდს არ უვლის ჩვენ სანქციებს, რომლებიც რეალურად მუშაობს. თავად ის ფაქტი, როგორ სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთი მათ თავიდან აცილებას მიანიშნებს სანქციების ეფექტურობაზე," - განაცხადა ანიტა ჰიპერმა. 

როგორც ირკვევა, მსგავსი შინაარსის წერილი "ქართულ ოცნებას" პირველად არ მიუღია. გავრცელებულ წერილში ჩანაწერია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსგავსი გაფრთხილება მანამდეც გამოიგზავნა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო 50 პროდუქტი, ორმაგი დანიშნულების საქონელი და ტექნოლოგიები, რომლებსაც რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. 

ამავე წერილში არის ჩანაწერი ეკონომიკურად  კრიტიკული საქონლის შესახებ, რომლის რეექსპორტიც უნდა აკრძალოს საქართველომ რუსეთში. 

ეს არის გაფრთხილების წერილი და უკვე არა პირველი. ესეთ წერილებს და ვინც იცის დიპლომატიური ენა, კორესპონდენცია ვისაც გაუვლია დიპლომატიური, რა თქმა უნდა, ყველა იწყებს მადლობით, პროტოკოლია ელემენტარული და შემდეგ უკვე, შუაში არის მთავარი გზავნილები თავმოყრილი. 

მეო წინა წერილში რომ გამოგიგზავნეთ პროდუქციის 50-ზე მეტი ჩამონათვალი, რომელიც ჰარმონიზაციის პროცესში უნდა მოსულიყო სანქციებთან, ამ ნაწილში, რომ ეს პროდუქცია აღარ გავიდეს რუსეთში და პირიქით აღარ შევიდეს, რომ არ გააძლიეროს რუსული სამხედრო მანქანა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა და რეგიონში ყველა იმ ქვეყანაში იმიტომ, რომ როგორც ჩანს ეს სანქციები ბოლომდე არ სრულდება და პროდუქცია მაინც გადის," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები