კაცი, რომლის დაკავებასაც ივანიშვილი ითხოვდა, კობახიძემ თანამდებობაზე დანიშნა
ზურაბ ადეიშვილის პროკურორობიდან ირაკლი კობახიძის გუბერნატორობამდე - ადეიშვილის კადრი "ოცნებაში" წარუსულის სკანდალებით მიდის. ილია ჯალაღანიას დღეს დაზარალებულებმა შეახსენს წართმეული ქონებაც და ტეორირის გზაც. ხალხს ვინც წლებია ამტკიცებს, რომ ნაცმოძრაობის პროკურორად მუშაობის დროს, ილია ჯალაღანიამ მათი საქმეები შეკერა, აინტერსებთ რა გარიგებით დაინიშნა ის ქვემო ქართლის გუბერნატორად.
ჯალაღანიას მოქალაქეები ბრალს სდებდნენ ბახმაროში ათეულობით მოქალაქისთვის საკუთრების წართმევაში. მოქალაქეები იხსენებენ, რომ 2010 წელს საოლქო პროკურორად მუშოაობის დროს, მან მოქალაქები აიძულა ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ.
წლების განმავლობაში ადგილობრივ მედია გურიაში იწერებოდა, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს საოლქო პროკურაორაად დასაქმებული კაცის ხელით ადგილზე რეპრესიები მიდიოდა. ჯალაღანიას პროკურორიების დროს, ამტკციებდა არა ერთი მოქალაქე რომ დანაშუალი რომელსაც მთავარი საგამოძიენო უწყება ედავებოდა არ ჩაუდენია, იარღი ჩაუდეს და საქმეები ასე შეუკერეს.
ირკვევა, რომ 2012 წლის შემდეგ, როდესაც "ოცნებამ" სამართლიანობის აღდეგნა დაანონსა, რეპრესირებულმა მოქალააქეებმა ჩივილი გადაწყვეიტეს, თუმცა საქმეები გამოსაძიებლად მაშინ ისევ ჯალაღანიას დაეწერა.
სატელევიზიო აქრივი ინახავს ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან. ეს ინტერვიუ 2015 წლის ზაფუხლშია ჩაწერილი. აქ ივანიშვილი პირადად ითხოვს სამართლიანოს აღდგებას და ჯალაღანიას წარსულის შესწავლას.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.