საკრებულოების პირველი სხდომები - რა მესიჯით მივიდა ივანიშვილის გუნდი და რას გეგმავს ოპოზიცია
"ასაკრძალი უნდა აიკრძალოს" - "ოცნების" დეპუტატები საკრებულოების პირველ სხდომაზე საერთო მესიჯ-ბოქსით მივიდნენ.
პირველივე სხომები თბილისსა და ქვეყნის 57 საკრებულოში ხმაურით გაიხსნა. ოპოზიციურმა პარტიამ ყველგან ერთი წინადადება დააყენა - შეიქმნას საგამოძიებო კომისიები, რომლებიც კორუფციულ ფაქტებს გამოავლენს.
დღეს ოცნების დეპუტატებს შორის იყვნენ ის ახალგაზრდებიც, ვინც ერთი წლის წინ ქუჩაში ქვეყნის პროევროპულ მომავალს ხმამაღლა იცავდნენ, რამდენიმე თვეში კი ჩუმად კალაძის ბანაკში დაპორტირდნენ.
ისინი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდნენ, რომ ახალგაზრდების ნაწილი, ვინც ქუჩაში დგას და ევროპული მომავლისთვის იბრძვის, შეცდომაში არიან შეყვანილნი. - სწორედ ასეთი იყო ნოდარ ბოკერია.
დღეს საკრებულოში იყო "ქართული ოცნების" გუნდის კიდევ ერთი ახალი სახე, წარსულში პროევროპული აქციების მონაწილე და შემდეგ აქციებს გამიჯნული ლუკა ძაძამია . 21 წლის ბიჭი ახლა იმავე პარტიას წარმოამდენს, რომელის წინააღდეგაც აქციებზე ქუჩაში იდგა. რაც დეპუტატი გახდა, აღარ ფიქრობს რომ ქართული ოცნება საქართველოს ევროპულ მომავალს ანადგურებს.
დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა ოთარ ჩრდილელიც - რომლის შვილიც ანუკი ჩრდილელი მისმა გუნდმა ციხეში გაუშვა, მამა საკრებულოს დეპუტატია შვილი ყოველ დღე რუსთაველზე დგას.
ქართულმა ოცნებამ საკრებულოს დეპუატებია აქცია ის ახალგაზრდებიც, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ და სავარაუდოდ, ე.წ. ტიტუშკების თავდასხმებსაც აორგანიზებდნენ.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.