რამ გადაარჩინა გიორგი გახარია?

30.10.25 20:28
რამ გადაარჩინა გიორგი გახარია?

საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. ვინ დააკისრებენ ოპოზიციის აკრძალვის გეგმას ჯერ არ ამბობენ. დოკუმენტი თბილისიდან ბათუმში პარლამენტის წარმომადგენლებმა ჩაიტანეს და სამი პარტიის გასაუქმებლად პროცესი ახლა სწორედ ამ შენობაში ინაცვლებს. ოცნების ლიდერები მთავარ მოტივაციას არ მალავენ - გაუქმებას მხოლოდ ის გადარჩა, ვინც პარლამენტი აღიარა. 

გახარია პარლამენტში შესვლამ გადაარჩინა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბოიკოტი იყო ამ დრომდე ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ყოფილი პრემიერის პარტიასაც აკრძალავდნენ, თუმცა მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ. მაშინ ჩნდება აზრი, რომ ივანიშვილის მთავრობის აღიარება ყველას გადაარჩენდა და იკრძალებიან იმის გამო, რომ "ოცნებამ" მათი ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა. 

გახარიას გუნდში დაადასტურეს, რომ პარლამენტში შესვლის ერთ-ერთი მთვარი მიზეზი გადარჩენა იყო. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები ამბობენ, რომ პარტიის შენარჩუნებას ივანიშვილთან ბრძოლაში მთავარ ინსტრუმენტად ხედავენ. გიორგი შარაშიძე იმასაც ამბობს, რომ სხვებმა ვინც ბოიკოტში რჩებიან, თავი თავადვე აიკრძალეს.

შარაშიძის ეს ნათქვამი სხვებს ოპოზიციაში არ მოეწონათ. მიუთითებენ, რომ გახარიას პარტია უკვე ღიად ალაპარაკდა ქართული ოცნების ენაზე. თუმცა პარტიებში ასევე ფიქრობენ, რომ პარამენტის აღიარების გარდა სხვა მიზეზებიც არსებობს, რის გამოც ოპოზიციის აკრძალვა ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა.  

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები