პარტიების აკრძალვა და ევროპარლამენტის რეაქცია

30.10.25 20:31
პარტიების აკრძალვა და ევროპარლამენტის რეაქცია

ევროპარლამენტარების აზრით,  "ქართული ოცნების" მიერ უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის გაუქმება, ავტოკრატიის ოფიციალური გაფორმებაა. პოლტიკური პარტიებს პოლიტიკური შურისძიების მოტივით, მხოლოდ რუსეთში და ბელორუსიაში კრძალავენ -  ფიქრობენ ევროდეპუტატები და "ქართულ ოცნებას" აფრთხილებენ, რომ ამის გამო დიდ ფასს გადაიხდიან. 

ევროდეპუტატები სანქციების დაწესების გზით, ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საუბრობენ. ოცნების ჩინოვნიკების ოჯახის წევრებმა ვეღარ უნდა იარონ ევროკავვშიირის დედაქალაქებში და ხმელღაშუაზღვისპირეთის კურორტებზე - "როცა სანქციები თვალსაჩინო და ხელშესახები იქნება, "ოცნების" ავტორიტარული პოლიტიკაც შეიცვლება".

როდის ამოქმედდება ბრიუსელის სავიზო სანქციები? გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა ევროკომისია სანქციების შესაძლო სიაზე მუშაობს, როემლიც მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ევროკომიისია გამოაქვეყნებს ანგარიშს, შეასრულა თუ არა ქართულმა ოცნებამ ევროკომისიიის პირობები, რაც უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი გახდება.

პოლონელი ევროპარლამენტარი ასახელევს კრიტერიუმებს ვინ უნდა მოხვდეს სანქციების სიაში - დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები