როგორ ეხმარება ოცნება რუსეთს? - "ოცნება" ბრიუსელიდან გააფრთხილეს
მადლობა თუ გაფრთხილება?! ოცნება პირველს ამტკიცებს, ევროკავშირი -მეორეს. წერილი სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლისგან ოცნების ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს და დღეს გაასაჯორევას, თუმცა ეს წერილი 9 ოქტომბრით თარიღდება, ანუ ოცნება 20 დღეა ინახავს.
პირველების ინფორმაციით, 4 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს მძიმე ანგარიშს ელოდებიან და ამიტომ წერილი შეინახეს და თქვეს, რომ მადლობა მიიღეს. თუმცა ოცნების პროპაგანდამ დიდხანს ვერ იმუშავა , ევროკავშირის პრესსპიკერმა ახსნა, რა წერია წერილში.
წერილის პირველ აბზაცში მართლაც ამოიკითხავთ პროტოკოლურ მადლობას, შემდეგ კი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო სალივანი აღწერს, რა პროდუქტების ექსპორტი უნდა აკრძალოს საქართველომ. ორმაგი დანიშნულების საქონელი და ტექნოლოგიები, ეკონომიკურად კრიტიკული საქონელი, რომელსაც ოკუპანტი რუსეთი მრეწველობაში იყენებს, თუნდაც მილები და ფოლადის კონსტრუქციები. ოცნებას წერილზე არ უპასუხია.
Foreign policy centre აქვეყნებს ვრცელ კვლევას, როგორ იპოვა რუსეთმა ახალი გზები დასავლური სანქციებისგან გადასარჩენად. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი გზა აკრძალვებისგან თავის ასარიდებლად ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში აღმოჩნდა და სწორედ ასე იქცა საქართველოც მაშველ რგოლად. კვლევის ავტორები წერენ, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქტები რუსეთში საქართველოს გავლით მაინც ხვდება, ქართული პოლიტიკური და ბიზნესელიტა კი ამით სარგებლობს და მდიდრდება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.