5 წლის განმავლობაში აღრიცხული ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა - ვინ ჭამს ხალხის ფულს?

30.10.25 20:50
5 წლის განმავლობაში აღრიცხული ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა - ვინ ჭამს ხალხის ფულს?

650 მილიონი საქართველოს ბიუჯეტიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თათეშვილების კომპანიისთვის გამოიყო. სამშენებლო კომპანია, რომელიც 2019 წლიდან დღემდე აბასთუმანში პრაქტიკულად მშენებლობების მონოპოლიას ფლობს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სიის სათავეში მოექცა. კოლოსალურია თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღრიბაშვილთან დაკაშირებულმა კომპანია "სერპატინმა" მიიღო. "სერპატინის" ანგარიშზე ჯამში 390 მილიონი ჩაირიცხა. სამეულშია ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმი კომპანია, რომელმაც 392 მლნ ლარი მიიღო. 

ელიტური კორუფციის სიაში ოცნების 38 მინისტრი ან მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი მოხვდა. კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ თუ ქართული ოცნება კორუფციას რეალურად ებრძვის გამოსაძიებელი აქვს მინიმუმ 250 ხმაურიანი საქმე, რომელიც ბოლო წლებში მათ გამოავლინეს. 

ბიუჯეტიდან მოპარული დიდი ფული, გადამალული მილიონები და ე.წ. ატკატების სქემა - საერთაშორისო გამჭვირვალობამ ბოლო წლებში სუსის ანტიკორუცციულ სააგენტოს გამოსაძიებლად 250 საქმე გადაუგზავნა. ირკვევა რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში სადაც ე.წ. ფეოდალები ბიუჯეტის ხარჯზე საკუთრ ოჯახებს და სანათესაოს ამდიდრებენ.

კითხვები არსებობს ოცნების მოქმედი წევრების მიმართ. ერთ-ერთია სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც ინტერესები ჰესების ბიზნესში აქვს. ირკვევა რომ დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრებზე და „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე წევრზე ჯამში 29 ლიცენზიაა გაცემული რითიც პრობლემური მშენებლობები გამარტივდა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები