ივანიშვილს ოპოზიციაშიც გავლენები აქვს - ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება

30.10.25 21:16
ივანიშვილს ოპოზიციაშიც გავლენები აქვს - ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება

ეკა ბესელია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაშიც გავლენები აქვს.

პოლიტიკოსი კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ახლა, ამაზე საუბარი, როცა ისედაც დაძაბული ვითარებაა, მისი მხრიდან სწორი არ იქნება - "ყველაფერს თავისი დრო აქვს".

ბესელიას თქმით, საკმარისი ინფორმაცია აქვს იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერებს არ ენდოს.

"ამ გავლენების გამო ბევრი პროცესი დაზიანდა" - აცხადებს პოლიტიკოსი და ხაზგასმით აცხადებს, რომ ასეთ მორალურ კომპრომისზე ივანიშვილთან წასვლა არ შეიძლება.

მისი გავლენები მისი გუნდის გარეთაც ვრცელდება, შორს მიდის, ოპოზიციამდეც მიდის ნაწილობრივ, მაგრამ მე არ მინდა ამ ფონის გაღრმავება, ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ არ არის ეს მცირე ჩამონათვალი. ყველაფერს თავისი დრო აქვს, როდესაც დღეს ის ოპოზიციურ ველს ანადგურებს, ჩემი მხრიდან სწორი არ არის ამაზე საუბარი, მაგრამ მე მაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს მე თვითიონაც არ ვენდო, ვისზეც მე ნამდვილად ვიცი, რომ  მას გავლენები აქვს. ამ გავლენების გამო ბევრი პროცესი დაზიანდა. ერთი რამ ფაქტია, რომ ვისაც ის იმორჩილებს და ერთხელ მაინც გააკეთებინებს იმას, რაც არ უნდა გააკეთონ, მერე ამ მოჯადოებული წრიდან ვეღარ გამოდიან, ამიტომ  ასეთ მორალურ კომპრომისზე მასთან წასვლა არ შეიძლება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.