ციხის კართან არის ქარსელაძე - ბესიკ დონაძე

30.10.25 23:44
ციხის კართან არის ქარსელაძე - ბესიკ დონაძე

"ციხის გზაზე არ არის, ციხის კართან არის ახლა ქარსელაძე" - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს, საქმე გვაქვს სისტემურ კორუფციასთან. ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდში პარლამენტში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დანარჩენი წევრები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აცდებიან. 

ციხის გზაზე არ არის, ციხის კართან არის, ეს გზა გაუარა უკვე, ციხის კართან არის ახლა ქარსელაძე.  

ძალიან მარტივად რომ შევაფასოთ სიტუაცია ახლა რა ხდება, ეს არის სისტემური კორუფცია, დღეს, ახლა "ქართული ოცნება" ჩვენ რასაც გვაჩვენებს, დაჭერებს, ეს არის სისტემური კორუფცია, ოღონდ  ამაში "ქართული ოცნების" დანარჩენი წევრები, რომლებიც ახლა ნიშნის მოგებით საუბრობენ და თურმე კორუფცია არ იცოდნენ, ვერ გაირეცხებიან, ვერ აცდებიან პასუხისმგებლობას, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აცდებიან. 

კობახიძეც და მდინარაძეც, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ პარლამენტში და შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან, რომლებიც ახლა უნდა დაიჭირონ, სახლები უკვე გაუჩხრიკეს,  ამ ადამიანების სამინისტროები და სამსახურები იყო მათ კონტროლ ქვეშ, ანუ მათ უნდა ეკონტროლებინათ. ქარსელაძე ორჯერ ყავთ დამტკიცებული, რამდენჯერ პრემიერმინისტრი შეიცვალა, იმდენჯერ მინისტრები იცვლებოდნენ, ეს ადამიანები, კობახიძე და მდინარაძე აძლევდნენ ამათ ხმას და იძახდნენ, რომ ესენი არიან პატიოსნები, ფულს რომ დაუდებ ხელს არ მოკიდებენ. 

ქარსელაძის სიტყვები არის, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ და მართალია კი სხვანაირად არ შეუძლიათ, მათ ფულის კეთება შეუძლიათ," - განაცხადა ბესიკ დონაძემ. 

მსგავსი სიახლეები