დაკავებულებს უფლებადამცველები და ოჯახის წევრები მთელი ღამის განმავლობაში იზოლატორ-იზოლატორ ეძებდნენ
გუშინ დაკავებულ 4 პირს - იოსებ ხეოშვილს, კახა ჯაფარიძეს, რეჟისორ თორნიკე თიკარაძეს და ზაზა ბროლაძეს უფლებადამცველები და ოჯახის წევრები მთელი ღამის განმავლობაში იზოლატორ-იზოლატორ ეძებდნენ.
როგორც ადვოკატები "პირველებთან" ამბობენ, დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ მათთვის ცნობილი მხოლოდ დილით გახდა.
მთელი ღამის განმავლობაში დგინდებოდა ზაზა ბროლაძის ადგილსამყოფელი. ამ დილით შევიტყვეთ, რომ იმყოფება დიღმსი იზოლატორში. შევდივარ მის სანახავად. რამდენიმე პოლიციელეის თანხლებით მოხდა მისი დაკავება. მეტი არაფერი არ ვიცი", - ამბობს ადვოკატი.
კახა ჯაფარიძე აიყვანეს გუშინ გვიან, საათების განმავლობაში ჩვენთვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელის შესახებ და ვარკვევდით მთელი ღამე. საბოლოოდ, დღეს გაირკვა, რომ არის დიღმის იზოლატორში. ველოდებით პირდაპირ სასამართლოში გადმოყვანას, შემდგომ გავეცნობით საქმის მასალებს და ჩამოვაყალიბებთ პოზიციას", - აცხადებს უფლებადამცველი.
გუშინ დაკავებულ 4-ივე სამოქალაქო აქტივისტს შსს სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავება.