ექსპერტები: ევროკომისიის მოახლოებული ანგარიში იქნება ყველაზე მძიმე გაფრთხილება საქართველოსთვის

31.10.25 12:13
ექსპერტები: ევროკომისიის მოახლოებული ანგარიში იქნება ყველაზე მძიმე გაფრთხილება საქართველოსთვის

ანალიტიკოსები და ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ევროკომისიის მოახლოებული ანგარიში იქნება ყველაზე მძიმე გაფრთხილება საქართველოსთვის. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, გააჩერა ევროპასთან დაახლოების პროცესი და აირჩია ავტორიტარული, რუსული ტიპის მმართველობის გზა.

მათი შეფასებით, ევროკავშირი მკაფიოდ გამოყოფს საქართველოს მოქალაქეებს მმართველი ელიტისგან - მოსახლეობას სავიზო შეზღუდვები არ შეეხებათ, თუმცა მმართველი ჯგუფისთვის, რომელიც დასავლეთს საჯაროდ აკრიტიკებს, მაგრამ იქ ინახავს საკუთარ ქონებასა და შვილებს ასწავლის, შემსუბუქება არ იგეგმება.

როგორც იქნა გაჟღერებული, რომ სავიზო შეზღუდვებს არ დაექვემდებარება საქართველოს მოსახლეობა, თუმცა ვერანაირი შეღავათი ვერ იქნება ამ მმართველი უმცირესობისთვის, ვისაც ხელთ უპყრია ძალადობით ხელში ჩაგდებული ეს მმართველობა და მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს დიფ სთეითია, ცუდი ქვეყანაა დასავლეთი და ა.შ. იქ არიან გაწეულები, იქ სწავლობს უმეტესობის შვილები, იქ ხარჯავენ ისინი აქ გაუგებარი გზებიდან მიღებულ უკანონო, დაუდგენელ შემოსავლებს. ასე რომ, პირდაპირ ითქვა, რომ მათ შეეზღუდებათ ამის გაკეთება და ჩემი მოლოდინიც ეს არის. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ისინი მუშტებით გამოვარდებიან. ეს არის კარგად რაფინირებული ჩამოყალიბებული პოლიტიკა. იმაზე მეტი უმძიმეს დიპლომატიური ტონი რა შეიძლება, იყოს, როცა ჩვენი სუპერსტრატეგიული ქვეყანა გერმანია მის ელჩს გაიწვევს უკან კონსულტაციებზე, - ამბობს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ალავიძე.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წლებია კანდიდატის სტატუსის დონეზე გაყინული არიან, როგორც თურქეთი, ხოლო ევროკომისიის მოახლოებული ანგარიში შესაძლოა გახდეს გაფრთხილება "ოცნების" ხელისუფლებისადმი და სიგნალი ევროპული ინტეგრაციის საბოლოო გაჩერების შესახებ

საქართველოს მთავრობას არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნებოდა იმ რეფორმების გატარებაზე და პოლიტიკირ ცვლილებაზე, რასაც ევროკავშირი ითხოვს. ძრითადად, ეს არის საქართველოს დაბრუნება დემოკრატიულ რელსებზე და უარყოფა იმ ავტორიტარული კურსის, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. არ არის გამორიცხული, თუკი ასე გაგრძელდა ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, რომ ჩვენ გადავინაცვლოთ ისეთი კანდიდატი ქვეყნების ლიგაში, როგორიც არის თურქეთი, რომელიც 1999 წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი, მაგრამ მისი გაწევრიანების არანაირი პრაქტიკული შანსი დღეს არ არსებობს, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა. 

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება და დიპლომატების შეფასებით, ის იქნება ყველაზე კრიტიკული დოკუმენტი საქართველოს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში. ანგარიში ასახავს იმ ერთწლიან პერიოდს, როცა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა - ხელისუფლებამ ევროპასთან დაახლოება გაყინა და აირჩია რუსული მოდელისკენ სვლა

მსგავსი სიახლეები