პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - როგორია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა
შიმშილობის მე-4 დღე პარლამენტთან - მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო საყურადღებო ხდება. მოშიმშილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ გუშინ მიმართეს თხოვნით, გამოუყონ ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ჯერჯერობოთ უწყება არ რეაგირებს.
პროტესტის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ პარტნიორებს, "ქართული ოცნების" წევრები პერსონალურად დაასანქცირონ, რადგან მათი თქმით, ეს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას იქონიებს.
დღესვე პარლამენტთან მამა დოროთესაც ელოდებიან, რომელმაც მოშიმშილეები უნდა აზიაროს.
მამა დოროთემ შემოგვთავაზა გუშინ ზიარება და ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდით. მგონია, რომ ამ აქციის დროს ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება, რომ მხნეობა და ჯანი შევინარჩუნოთ. ეს ორი მოთხოვნა, ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტაპტიმრების გათავისუფლება თუ არ შესრულდება, ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი დადგება ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ამიტომ, მგონია, რომ ეს არის სწორი მოთხოვნები. პროტესტის ფორმა მიმაჩნია, რომ არის ადეკვატური იმ პოლიტიკის, რასაც ხელისუფლება აწარმოებს, - ამბობს გედევან ფოფხაძე.