ხეჩიკაშვილი, რომლის ბიზნესპარტნიორმაც ბურჭულაძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, კობახიძესთან შეხვედრაზე მივიდა

31.10.25 13:09
ხეჩიკაშვილი, რომლის ბიზნესპარტნიორმაც ბურჭულაძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, კობახიძესთან შეხვედრაზე მივიდა

 

 

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი მივიდა - ის სპორტის ყოფილი მინისტრია, რომელიც ახლა კი ავტობიზნესს ფლობს.

ხეჩიკაშვილი მედიისთვის იმის გამოა საინტერესო, რომ ზურაბ ტუკვაძე, რომელიც მისი ბიზნესპარნტიორია, სუს-ს ჩვენებაში უყვება, რომ მოგებული ტენდერების სანაცვლოდ იხდიდა ქრთამს და ფულს უგზავნიდა თავდაცის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძეს.

მეტიც, ზურაბ ტუკვაძე ჩვენებაში ამბობს, რომ ეს კორუფციული სქემა შეთანხმებული იყო ირაკლი ღარიბაშვილთან. სწორედ ამიტომ "პირველები" დაინტერესდა, რა იცოდა ტარიელ ხეჩიკაშვილმა იმის შესახებ, რომ მის პარნტიორს ტენდერების მოგების სანაცვლად უწევდა ქრთამის გადახდა - საუბარია მილიონ 400 ათას ლარზე.

ხეჩიკაშვილმა "ტვ პირველის" არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

ზურა ტუკვაძე, „კიას  ცენტრის“ და 10 -მდე კომპანიიის მფლობელი, 36 წლის ბიზნესმენია. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის თავად აღიარებს, რომ წლების განმავლობაში,  ჯარის ძარცვის სქემის თანამონაწილე იყო, თუმცა არ დაუკავებიათ, რადგან  თავისუფლების სანაცვლოდ ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო. სუს-ის ფაილების მიხედვით, 2025 წლის 18 ივლის აღიარებითი  ჩვენება გამოძიებას ტუკვაძემ მისცა და  მის  კაბინეტში გამართული კონსპირაციული  შეხვდრის შესახებ უამბო. 

მსგავსი სიახლეები