"ჯერ ვერკვევი" - რუხაძის პასუხი კითხვაზე, იცოდა თუ არა მაღალჩინოსნების უკანონო შემოსავლების შესახებ

31.10.25 13:21
"ჯერ ვერკვევი" - რუხაძის პასუხი კითხვაზე, იცოდა თუ არა მაღალჩინოსნების უკანონო შემოსავლების შესახებ

 

 

იცოდით თუ არა, რომ მაღალჩინოსნები უკანონო შემოსავალს იღებდნენ? ამ კითხვით "პირველებმა" ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს, ირაკლი რუხაძეს მიმართა, რომელიც ირაკლი კობახიძესთან შესახვედრად მივიდა.

რუხაძე ამტკიცებს, რომ საკითხში გარკვეული არ არის და სურს, მეტი ინფორმაცია მიიღოს.  

ვერ გავერკვიე ჯერჯერობით რა ხდება, კარგად უნდა გავერკვიო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გავერკვიოთ, - ამბობს რუხაძე. 

მსგავსი სიახლეები