"მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" - „ევრონესტის“ რეზოლუცია
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. ასევე დოკუმენტში დაგმობილია მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობა "ოცნების" მხრიდან და ის დაკავებები, რომელსაც ადგილი ყოვლედღიურად აქს.
"ევრონესტის" რეზოლუციაში პირდაპირ არის მოთხოვნილი დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავსიუფლება - დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები უნდა შეწყდეს.
ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა, მათ შორისაა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადება და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა სხვა დისიდენტური ხმის ჩახშობას.
მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი პროტესტის მკაცრად ჩახშობას, რიგით მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკავებას და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემურ დარღვევებსმოვითხოვთ სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნას და გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას, სისხლისსამართლებრივ დევნას", - წერია რეზოლუციაში.