როგორ იპარავდნენ ყოფილი "მეოცნებეები" მილიონებს ისე, რომ ივანიშვილმა არაფერი იცოდა? - რას ამბობს კობახიძე
როგორ იპარავდნენ ყოფილი "მეოცნებეები" მილიონებს ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა? - ეს კითხვა დღეს "პირველების" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დაუსვა.
ამ კითხვის საპასუხოდ კობახიძემ ივანიშვილის 2023 წელს გაკეთებული განცხადება გაიხსენა. ასევე თქვა, რომ გუნდი სწორედ 2023 წლიდან არის ინფორმირებული კორიფციული საქმეების შესახებ.
მისი თქმით, "გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას".
"ვიღაცებმა რაღაცები შეიძლება ვიცოდით, სწორედ ამის გამო გაკეთდა კონკრეტული განცხადებები სწორედ 2023 წლის დეკემბრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას. ჩვენ მაქსიმალური ზომები მივიღეთ იმისათვის, რომ კორუფციის პერსპექტივა დაგვეყვანა ნულამდე და ვგულისმობ რას - მთავრობის ყველა აქტი 2024 წლის თებერვლიდან არის სრულიად ღია და გამჭვირვალე. ერთი აქტიდანაც თუ ამოიკითავთთქვენ კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ ნებისმიერ კითხვას გავცეთ პასუხი",- ამბობს კობახიძე.