კობახიძე ყოფილ "მეოცნებეებს" ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს
ირაკლი კობახიძე ყოფილ "მეოცნებეებს", ვის მიმართაც დიდი ფულის საქმეზე საქმეებია აღძრული, ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს.
"ხელის მოთბობა არის ქვეყნის ღალატი" - თქვა დღეს კამერების წინ "ოცნების" პრემიერმა.
კობახიძემ კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებისგან ისევ თავი შეიკავა, თქვა მხოლოდ ის, რომ კონკრეტულმა პირებმა ქვეყნისთვის მძიმე დროს სარგებლის მიღება გადაწყვიტეს.
2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული ჩვენი ქვეყნისთვის. იყო უსამთლობა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნსი მიმართ, იყო პირდაპირი მოწოდებები და მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ძალიან რთული სამი წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და ასეთ ვითარებაში, როცა უამრავი მიმართულებით იყო ფრონტი გაშლილი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებსი დაცვას, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტრულმა ადამიანმა, კიდევ ერთხელ გვარებს არ ვასახელებ, გადაწყვიტეს სარგებლის მიღება, რაც ვფიქრობ, რომ იყო გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, ეს პირველ რიგში ქვეყნის ღალალტია. როცა ქვეყანაზე ამხელა წნეხია, როცა არის რევოლუციის რამდენიმე მცდელობა, ასეთ პირობაში, როცა ადამიანი ხელის მოთბობაზე ფიქრობს, ეს არის პრინციპულად არასწორი", - განაცხადა კობახიძემ.