ხელმოწერებით გამყარებული დოკუმენტები - როგორ ყიდულობს "ოცნება" პრობაციონერებს ხმებს

23.10.21 22:42
ხელმოწერებით გამყარებული დოკუმენტები - როგორ ყიდულობს "ოცნება" პრობაციონერებს ხმებს

როგორ ყიდულობს "ქართული ოცნება" პრობაციონერებს ხმებს - შაბათის ეთერის პარტია "ქართლი ოცნებიდან" გამოტანილ კონფიდენციალურ საბუთებს ამუშავებს. "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს ხელმოწერილი მოხსენებითი ბარათები გადასცეს. ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება რომ არჩევნების წინ, ციხიდან მმართველი პარტია უშვებს ადამიანებს და სისტემურ დანაშაულში მონაწილეობს იუსტიციის სამინისტრო.

ადამიანებს მხარდაჭერის სანაცვლოდ უუქმებენ ჯარიმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემურ დანაშაულში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სუს-იდან პარტიაში გადაჰყავთ - საიდუმლო აგენტები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მეხანძრეები. 

არჩევნებზე არასასურველი შედეგის შემთხვევაში, იწყება რეპრესიები, ათავისუფლებენ სკოლის პედაგოგებს, რაც ადასტურებს, რომ სისტემურ დანაშაულში მონაწილეობს განათლების სამისნიტროც.

არჩევნების წინ ციხიდან ციხეში გადაჰყავთ პატიმრები,  რათა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ციხიდან რეკონ და უბანს ხმის მიცემა მოსთხოვონ - სისტემურ დანაშაულში მონაწილეობს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

არჩევნების წინ ყალბდება ექსპერტიზის დასკვნები, კერძო პირების სასარგებლოდ და არჩევნების შედეგზე გავლენის მოსახდენად, სისტემურ დანაშაულში მონაწილებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც.

კრწანისის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის ხელმოწერილი მოხსენებითი ბარათი, პარტია ქართულ ოცნებაში, ერეკლე მეორის მოედანზე მიიღეს, პარტიამ დავალება აღსასრულებლად პენიტენციურ სამსახურს გადაუგზავნა.ეს უკანასკნელი ქვეყნის ყველაზე მკაცრი რეჟიმის, ბათუმის მესამე ციხიდან პატიმრის გადმოყვანას გლდანში ითხოვს.

პატიმარი გაიოზ გელაშვილი, ვინც მკაცრი რეჟიმის ციხიდან დედაქალაქში სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ გადმოჰყავდათ, რომ  ტელეფონით  სარგებლობის უფლება ჰქონოდა და მუხიანელი ქუჩის ბიჭები საარჩევნოდ დაერაზმა.  წერილი 2018 წლის ოქტომბრით თარიღდება, ანუ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებამდე ორი კვირით ადრეა დაწერილი. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ არჩვენების გაყალბებაში, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული.

მმართველი პარტია კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის მესამე სართულზე დაიწერა დოკუმენტი, რომელითაც დგინდება, რომ  კობახიძის პარტიას, სამხარაულის ბიუროს შედეგების გაყალბებაც შეუძლია.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პირი, რომლისთვისაც სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა უნდა გაყალბდეს, დავით გოგოლაძეა. ირკვევა რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს, როდესაც აკრძალვის ვადა ამოიწურა ვალდებული იყო, ნარკოლოგიური შემოწმების ახალი ცნობა წარედგინა, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ნარკოლოგიური შემოწმებას სუფთად გაივლიდა და დახმარება პარტიას სთხოვა, რა თქმა უნდა საარჩევნო ხმების სანაცვლოდ.

ხელმოწერილი დოკუმენენტებით გაირკვა ისიც, რომ ირაკლი კობახიძის პარტია საქართველოს პროკურატურას სთხოვს, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ზაზა სიმონიშვილი, რომელიც დოკუმენტების მიხედვით წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. შენიშვნის გრაფაში წერია, რომ ქურდობისთვის დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

ზაზა სიმონიშვილი, ერთ ერთი სახელმწიფო ანსამბლში მომუშავე მუსიკოსის შვილია, ის გურიაში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს და როგორც ოცნების დოკუმენტებში წერია, ასეთ ადამიანებს საარჩევნო რესურსი გააჩნიათ ანუ შეუძლიათ მეტი ადამიანი გახადონ 41-იანელი. სიმონიშვილის მამა გვიდასტურებს, რომ მისი შვილის ციხიდან დახსნის საქმეში სასულიერი პირები ჩარია.

არჩევნების გაყალბების სისტემურ დანაშაულს ჩადიან პარლამენტის წევრებიც - პარტიის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, წერილს უგზავნის, ამავე პარტიის წევრი და გურჯაანში ქართლი ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი დავით სონღულაშვილი.

"გიგზავნით, ჩვენი მხარდამჭერების სიას და გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ სათანადო სტრუქტურებთან, მათთვის პირობითი სასჯელის შემსუბუქების მიზნით"- წერს სონღულაშვილი პარტიის თავმჯდომარეს. ​

დგინდება ისიც, რომ არჩევნების წინ ვახტანგ გომელაური, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს ქართული ოცნებისთვის მიცემული ხმის სანაცვლოდ აბრუნებს.

კიდევ ერთი საბუთით დგინდება, რომ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გამოიყენა გომელაურის უწყებამ, სოლიდური ჯარიმების ჩამოწერის სქემაც.

დოკუმენტის თანახმად,ქართული ოცნება შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, კონკრეტულ პირებს 1000 1500 1600 და 1700 ლარიანი ჯარიმები ჩამოაწერონ, ვისაც სჭირდება უქარწყლებენ ნასამართლეობასაც. 

პლეხანოველი თეიმურაზ ანჯარფაირძე, იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ტარებისთვის დააკავეს, პატიმრობის მეხუთე თვეს, საქართველოს პროკურატურიაში პარტია ქართლი ოცნებიდან ანჯაფარაიძისთვის  საპროცესო გარიგება გაფორმებას ითხოვს. ​

იმის დასადასტურებლად რომ ოცნება ციხიდან მხოლოდ მისი პარტიის მხარდამჭერებს უშვებს, ელგუჯა ჯავახიშვილის ისტორიაა საკმარისი, ქართულ ონცებას ჯავახიშვილმა პირობით სასჯელის შემცირება მოსთხოვა, თუმცა მას შემდეგ რაც გადაამოწმეს რომ ჯავახიშვილი 41იანელი არ იყო, პირობითი მსჯავრი არ მოუხსნეს და სასჯელიც ბოლომდე მოიხადა.

საარჩევნო სამართალი ოცნების ხელისუფლებამ არა მხოლოდ დედაქალაქში აამოქმედა. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პატიმრებისა და პრობაციონერების მოსყიდვის ოპერაცია როგორც ჩანს, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. მცხეთა ერთ-ერთი პიონერია. აქაური ოცნების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე როსტომ მეფის სასახლეში გრძელ სიას აგზავნის და ხმების მობილიზების მოტივით, კონკრეტული მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებას სთხოვს.

მხოლოდ მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, ოცნების ადგილობრივი აქტივი, ირაკლი კობახიძესა და დიმიტრი სამხარაძეს, სასჯელის შემსუბუქებას 9 პრობაციონერისთვის სთხოვს. ჩანს რომ პარტიული თხოვნა ლიდერებმა შეისმინეს. 

ქართული ოცნება რომ სასჯელაღსრულების ნაცვლად წყვეტდა, ვის შეუმსუბუქდებოდა სასჯელი და ვის არა, ეს უტყუარად დასტურდება, 27 წლის რომან ოქროჭელიძის საქმის გაცნობის შემთხვევაში.

ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი მოსყიდვის ფაქტების მხოლოდ ნაწილია. არსებობს ფაილები, რომლითაც იგივე და უფრო მასშტაბური მოსყიდვის შემთხვევებიც დასტურდება. იგივე მეთოდით გრძელდება ბრძოლა ოპონენტებთან ახლაც. შემდეგი და სავარაუდოდ ბოლო გადამწყვეტი სვლა, ოცნების მთავარ მოთამაშეს, ზუსტად ერთ კვირაში, 30 ოქტომბერს ექნება გასაკეთებელი.