ვის გამოართვა ღარიბაშვილმა ფული, შეგიძლიათ მითხრათ? - ირაკლი რუხაძე

31.10.25 17:15
ვის გამოართვა ღარიბაშვილმა ფული, შეგიძლიათ მითხრათ? - ირაკლი რუხაძე

 

 

ვის გამოართვა ღარიბაშვილმა ფული, შეგიძლიათ მითხრათ? - ასე უპასუხა დღეს ბიზნესმენმა და ტელეკომოანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, ყოფილი პრემიერის შესახებ დასმულ კითხვას, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. 

რუხაძე ამბობს, რომ სურს ბოლომდე გაერკვეს ამ საკითხში. 

„ვის გამოართვა ღარიბაშვილმა ფული, შეგიძლიათ მითხრათ? ჰოდა, ეგ მინდა რომ გავიგო. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს[უკანონო შემოსავლის ლეგალიზება] მართლა, არ ვიცი. მე მინდა ბოლომდე გავერკვიო, რა ხდება ჩვენ თავს. ცუდია, რაც ხდება, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გამოვიძიოთ და მერე გავიგოთ, რა ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიზნესი ამას, ასე ვერ ვამჩნევთ. როგორც პროკურორს მეკითხებით, როგორც მოსამართლეს, თუ როგორ? როგორც ბიზნესი, მე ვერ ვგრძნობ-მეთქი ამას და ეგ მიკვირს“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

რაც შეეხება კორუფციაზე დასმულ კითხვას, რუხაძე ამბობს - "მე კი არ ვიძახი, [კორუფცია] არ ხდება-მეთქი, მე ვიძახი, რომ ბიზნესი ფართოდ ამას ვერ ვხედავთ".

ბიზნესი ამას პრობლემად მაინც და მაინც არ თვლის. ჩვენ ძალიან კარგი კორუფციის მაჩვენებელი გვაქვს, რომლითაც ჩვენ გვზომავენ. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია ბიზნესგარემო იმ კუთხით, რომ გვყავს ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც არის ოფიციალურად ოპოზიციის მხარდამჭერი და რომლებიც ასევე არ ლაპარაკობენ კორუფციაზე. მე არ გამიგია ანუ მთავრობა ლაპარაკობს მხოლოდ და როცა მხოლოდ მთავრობა ლაპარაკობს და ბიზნესმა არ ვიცით, რა ხდება, მე ჯერ უნდა გავიგო, ვინ იყო…“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ერთ-ერთი კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი ჩვენებაში ამბობს,, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტრობის პერიოდში მას სთხოვდა ქრთამს, ირაკლი რუხაძის შეფასებით, ეს ძალიან ცუდია და ამის შესახებ პირველად გაიგო.

„საშინელია, ძალიან ცუდია, პირველად გავიგე და ძალიან ცუდია. კი, არის მაგრამ, ერთადერთი შემთხვევაა, ძალიან ცუდია და ახლა, პირველად გავიგე თქვენგან. მე კი არ ვიძახი, არ ხდება-მეთქი, მე ვიძახი, რომ ბიზნესი ფართოდ ამას ვერ ვხედავთ... - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

 

მსგავსი სიახლეები