“ოცნების“ დეპუტატი, რომლის შვილიც აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ “რუსთაველის პროტესტი ანტისახელმწიფოებრივია“

31.10.25 17:53
“ოცნების“ დეპუტატი, რომლის შვილიც აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ “რუსთაველის პროტესტი ანტისახელმწიფოებრივია“

“ოცნების“ დეპუტატი, რომლის შვილიც აქციაზე დგომის გამო დააკავეს, ამბობს, რომ “რუსთაველზე ანტისახელმწიფოებრივი  მიტინგები იმართება.“

ოთარ ჩრდილელმა ეს განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა და ევროპული მომავლის მცველებზე იერში მიტანა.

ის “ლელოს“ წევრის, ვატო სურუგლაძის განცხადებამ გააღიზიანა, სადაც მან თქვა, რომ 2-ჯერ რუსთაველის გადაჭრის გამო, 20 ათასი ჯარიმა მიუვიდა.

თქვენ ჩაილაპარაკეთ, რომ  მე რუსთაველის გადაკეტვისთვისო, 2-ჯერ ვითომ შემთხვევით გადაირბინეთ. თქვენ მიზანიმიმართულად, ადამიანური და ფინანსური რესურსით ამაგრებდით და ამხნევებდით ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს, - თქვა ჩრდილელმა.

მსგავსი სიახლეები