რა მოლოდინი აქვს კობახიძეს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშზე?

31.10.25 17:57
რა მოლოდინი აქვს კობახიძეს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშზე?

რა მოლოდინი აქვს "ოცნებას" ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშზე? - ამ კითხვაზე საპასუხოდ ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ 2030 წლამდე, "ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება"

თუ ბიუროკრატია შეიცვლება, ასეთ შემთხვევაში, პირობებიც შეიცვლება - ირწმუნებოდა  გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ოთხი დღით ადრე, ირაკლი კობახიძე მედიასთან. 

იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია. ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. თუ ბიუროკრატია შეიცვლება, ასეთ შემთხვევაში, პირობებიც შეიცვლება და აღარ იქნება ის პირობები, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად: „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებასთან. სასამართლო რეფორმას რასაც უწოდებდნენ, ეგეც გულისხმობდა სასამართლოზე კონტროლის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის“ ხელში. ეს იყო სინამდვილეში რასაც ითხოვდნენ. თუ შეიცვლება მიდგომები, შეიცვლება პირობებიც“, - განაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი. ანგარიში დეტალურად აღწერს, რა ცვლილებები მოხდა ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორ აისახა ეს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე სწრაფვაზე. 

მსგავსი სიახლეები