ირაკლი კუპრაძის პასუხი კობახიძეს: თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია

31.10.25 18:22
ირაკლი კუპრაძის პასუხი კობახიძეს: თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია

“ლელო ძლიერი საქართველოს, ერთ-ერთი ლიდერი კობახიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი განცხადება, "ლელო- ძლიერი საქართველო" პარლამენტში რომ შესულიყო, ასაკრძალი პარტიების სიაში არ მოხვდებოდა, “თითიდან გამოწვილი და სასაცილო არგუმენტია“.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა ღიად გაცხადებული მიზანი, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა, ოპოზიციური პროდასავლური პარტიების და „ლელოს“ ასაკრძალად.

ფაქტორი იმის, რასაც კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან. ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა ღიად გაცხადებული მიზანი, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა, ოპოზიციური პროდასავლური პარტიების და „ლელოს“ ასაკრძალად, რასაც დღეს ის ცდილობს, თუმცა ეს ვერ იქნება დღის წესრიგი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ლელო- ძლიერი საქართველო" პარლამენტში რომ შესულიყო, ასაკრძალია პარტიების სიაში არ მოხვდებოდა, ისევე როგორც გახარიას პარტია არ მოხვდა. 

"ლელო" დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც - ამბობს "ოცნების" პრემიერი.

მსგავსი სიახლეები