სამართალდამცავებს ხმების შესაგროვებლად ამუშავებენ - სკანდალური დოკუმენტები

23.10.21 23:15
სამართალდამცავებს ხმების შესაგროვებლად ამუშავებენ - სკანდალური დოკუმენტები

შიდა პარტიული საბუთი ქართული ოცნებიდან - "შაბათის ეთერს" მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რიმა ბერიძის ხელმოწერილი დოკუმენტი მიაწოდეს, რომელიც არჩევნების სისტემურ გაყალბებაში პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობას ადასტურებს. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საიდუმლო საბუთის ერთი ასლი პარტიის მესამე სართულზე ინახება მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროში ამიტომ ახლა ყველა ერთად ეძებს ადამიანს, რომელმაც სისტემა შიგნიდან გატეხა და არჩევნების სისტემური გაყალბების დოკუმენტი გამომძიებელ ჟურნალისტებს გადასცა. 

დოკუმენტი 2018 წლის 16 ოქტომბრით თარიღდება (საპრეზიდენტო არჩევნებამდე 12 დღე რჩება). როგორც ჩანს, "ოცნების" ჩუღურეთის შტაბის ხელმძღვანელი ხვდება რომ არჩევნებს მისი გუნდი ჩუღურეთში აგებს,  ამიტომ შველას პარტიის ლიდერს ირაკლი კობახიძეს სთხოვს და წერილს უგზავნის, ბერიძე ითხოვს არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პარტიაში კრიმინალური პოლიციელები ჩაუსვან. 

რიმა ბერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროდან პარტიის შტაბში სამი პოლიციელის გადაყვანას ითხოვდა. ესენი არიან: ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების უფროსის მოადგილეს, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ მახარობლიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინაღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს პოლიციელ გიორგი ჩიკვაიძეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომელი თენგიზ ჩიკვაიძე. 

იხილეთ მაკა ანდრონიკაშვილის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება: