ევროკომისია გაფართოების შესახებ დოკუმენტის გამოსაქვეყნებლად ემზადება - რა მოლოდინები აქვთ დიპლომატებს

31.10.25 18:58
ევროკომისია გაფართოების შესახებ დოკუმენტის გამოსაქვეყნებლად ემზადება - რა მოლოდინები აქვთ დიპლომატებს

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში -  ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ 4 ნოემბერი ივანიშვილის გუნდისთვის დიდი განაჩენის დღეა.

მათი თქმით, ევროკავშირი იტყვის ყველაფერს, რაც აქამდეც კი არ უთქვამს. 

ყოფილი პრემიერ მინისტრის თქმით, მაშინ როცა ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს, არსებობს ვარაუდები, რომ საქართველო რუსეთს ამ სანქციების გვერდის ავლაში აქტიურად ეხმარება.

გეგა მგალობლიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არის პირდაპირი ნიშნები ავტოკრატიული სისტემიდან დიქტატორული მართველობის ფორმის ჩამოყალიბების.

ნებისმიერ ინტეგრაციულ პროცესს, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, აქვს რამდენიმე განზომილება. პირველი არის გეოპოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი, დღეს, ჩემი აზრით, საქართველო გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით, მდგომარეობა მთლაინად კრისტალიზებულია. საქართველო გადაინაცვლა რუსულ ორბიტაში, მეორე განზომილება ეს არის ეკონომიკური სანქციების, რამდენად თანმიმდევრულია ქვეყანა და რამდენად იცავს იმ რეჟიმს, რასაც ევროკავშირი ახორციელებს რუსეთის წინააღმდეგ და აქაც, ამ განზომილებაშიც ვხედავთ, რომ საქართველო გადაიქცა რეალურად შავ ხვრელად, მესამე კი არიას ზოგადად ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხი. ამ მესამეში რაღაც პერიოდი თუ იყო საუბარი დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე, დღეს არის პირდაპირი ნიშნები ავტოკრატიული სისტემიდან დიქტატორული მართველობის ფორმის ჩამოყალიბების, - ამბობს გეგა მგალობლიშვილი.

გია ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ევროპის კავშირი, კიდევ უფრო მეტად გამოფხიზლდება და უფრო მკაცრი რეაგირება ექნება “ოცნების“ ქმედებებზე.

რეპრესილი კანონმდებლობა, რომელიც მიღებულია უამრავი უკანონოდ დაკავებული, ნაცემი, ნაწამები ადამიანი, აბსოლუტურად არაფერი შესრულებული იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უკეთესი ქვეყანა, არ არის. მე მოლოდინი მაქვს, რომ დიპლომატიურ ენაზე კრიტიკა იქნება საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ანგარიშის გარდა, იმედია მაქვს, რომ ევროპის კავშირი, კიდევ უფრო მეტად გამოფხიზლდება და უფრო მკაცრი რეაგირება ექნება, - ამბობს გია ჯაფარიძე.

გავრცელებული ინფორმაციით,  4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი. ანგარიში დეტალურად აღწერს, რა ცვლილებები მოხდა ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორ აისახა ეს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე სწრაფვაზე.

მსგავსი სიახლეები