რას ამბობს ბიზნესი სამთავრობო კორუფციის სკანდალზე და რა აქვთ სათქმელი კობახიძისთვის

31.10.25 20:12
რას ამბობს ბიზნესი სამთავრობო კორუფციის სკანდალზე და რა აქვთ სათქმელი კობახიძისთვის

ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე, რომელიც ყოფილი პრემიერის ოჯახთან ახლო ურთიერთობებით არის ცნობილი, ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილისგან დისტანცირებას. ის დღეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შეინიშნებოდა.

სუთიძე არ უარყოფს მეგობრობას ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილთან, თუმცა აცხადებს, რომ უკანონო შემოსავლებზე არაფერი იცის და ამ თემაზე საუბარს „ჭორაობად“ მიიჩნევს. მისივე თქმით, ფულის უკანონო წარმომავლობა კორუფციად არ მიაჩნია, მაშინ, როცა სწორედ ამ ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგებით დასტურდება, რომ ბიუჯეტიდან თანხების მითვისება სისტემურ ხასიათს ატარებდა, რაც მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას უკავშირდება.

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ მედიის შეკითხვებზე განაცხადა, რომ ბიზნესს პოლიტიკური კორუფციის გავლენა არ უგრძვნია და არც კონკრეტულ ფაქტებზე ფლობს ინფორმაციას.

საზოგადოებაში კი იზრდება მოლოდინი, რომ ხელისუფლება ღარიბაშვილის ხელისუფლების პერიოდში დაგროვილ კორუფციულ სქემებზე სრული სურათის გაშლას ვერ ასცდება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები