სუს-ის უფროსის საცეცები რეგიონებში - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი გამოძიება
უფროსი ძმა ლევან ლილუაშვილი, შუათანა ძმა ზურაბ ლილუაშვილი, უმცროსი ძმა ირაკლი ლილუაშვილი უმცროსი ძმის ცოლი, თეა ბეგიაშვილი და ნათელ-მირონი გიორგი ლილუაშვილი - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ გრიგოლი ლილუაშვილი მთელს საქართველოში, ყველა რეგიონში მისი ნათესავების, საჯარო უწყებებში დასაქმებით არის დაკავებული.
კახეთში პირად საუბრებში "შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ ლილუაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას მისი ნათესავების დასაქმებას ანდა დაწინაურებას სისტემატურად სთხოვს.
წყარო კახეთის გუბერნატორის გარემოცვიდან გვიყვება, რომ ლილუაშვილმა ირაკლი შიოშივილს პირადად დაურეკა და მისი მეგობრის,ლევან ლილუაშვილის დაწინაურება მოთხოვა. ლევან ლილუაშვილი კახეთის გუბერნატორის მოადგილეა.
გუბებრნატორი "შაბათის ეთერის" გამოჩენამ იმდენად დააბნია, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი მოატყუა კიდეც.
გამომძიებელმა ჟურნალისტმა გაარკვია ისიც, რომ ლილუაშვილის მოთხოვნით საპატრულო პოლიციაში დააბრუნეს, ვიცე გუბერნატორის ძმა, ირაკლი ლილუაშვილი, ის პატრულ-ინსპექტორი იყო და სისტემიდან, გადაცდომების გამო გაუშვეს. კიდევ ერთი ლილუაშვილი სოფლის მეურნეობის სააგენტოში სულ ახლახანს დანიშნეს.
ლილუაშვილების კლანის აღზევება ამით არ სრულდება, ირკვევა, რომ დასაქმდნენ თავად და დაასაქმეს ცოლებიც. პოლიციიდან ჯერ გაშვებული და შემდეგ მაღალ თანამდებობაზე დანიშნული ირაკლი ლილუაშვილის მეუღლე თეა ბეგიაშვილი - თელავის საკრებულოში მაღალ პოზიციაზე მუშაობს. ის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსია.
ლილუაშვილების კლანი, რომელიც გუბერნატორსაც შიშის ქვეშ ამყოფებს - ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი: