დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - ციხეების ყოფილ უფროსს კრწანისის რაიონი ჩააბარეს

31.10.25 20:43
დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - ციხეების ყოფილ უფროსს კრწანისის რაიონი ჩააბარეს

ციხეების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ცაგურია ახლა უკვე ოფიციალურად კრწანისის რაიონის გამგებელია. მისი კარიერა საჯარო სამსახურში საკამათო ეპიზოდებით გამოირჩევა - პენიტენციური სისტემის  ყოფილი ხელმძღვანელი თბილისის საკრებულოში დეპუტატად მოხვდა, ხოლო დღეს უკვე გამგებლის პოსტზე ინიშნება.

ცაგურია საზოგადოებას პირველად რუსთაველის გამზირზე გამართული ნაძვის ხის ანთების ღონისძიებიდან ახსოვს, როცა მერიამ საჯარო მოხელეები იძულებით მიიყვანა ღონისძიებაზე დასასწრებად. მაშინ ცაგურია კრწანისის მაჟორიტარის ბიუროს უფროსად მუშაობდა, თუმცა დღეს აცხადებს, რომ ამ ეპიზოდი „არ ახსენდება“.

ახალი დანიშვნის ფონზე თბილისის საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა - ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პროტესტის მონაწილეთა დისკრედიტაციის მცდელობაში დასდო ბრალი.
ცაგურიას გამგებლად დანიშვნამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები ივანიშვილის პარტიის კადრებით გადავსებისა და პოლიტიკური ლოიალობის პრინციპით დაწინაურების პრაქტიკის შესახებ.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები