რატომ ვერ გადაურჩა "ლელო" აკრძალვას? - კობახიძის აღიარება

31.10.25 20:56
რატომ ვერ გადაურჩა "ლელო" აკრძალვას? - კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ აკრძალვის მიზეზი მათი მხრიდან პარლამენტის მუშაობის არდაფინანსება და მანდატებზე უარი გახდა. მისი თქმით, თუ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდოდა, "ოცნება" იძულებული იქნებოდა, ის აკრძალვის კანდიდატთა სიიდან ამოეღო.

თუმცა, კობახიძის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის გუშინდელ შეფასებასთან -  შალვა პაპუაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ პარლამენტში შესვლა „ლელოს“ აკრძალვისგან ვერ გადაარჩენდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური შურისძიებაა და ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპონენტების პოლიტიკური სივრციდან მოშორებაა.

ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე საჯაროდ თქვა, რომ ოპონენტების, მათ შორის ხაზარაძე–ჯაფარიძის პარტიის, გაუქმებას გეგმავდა, რადგან ისინი მისთვის „მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ“.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები