ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, აკრძალულიც და აუკრძალავიც შევძლებ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას - ირაკლი კუპრაძე

31.10.25 21:33
ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, აკრძალულიც და აუკრძალავიც შევძლებ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას - ირაკლი კუპრაძე

პოლიტიკური პარტიების მხრიდან, დიდი შეცდომა იქნება, იმაზე დროის დათმობა, აგვკრძალავენ თუ არა, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ქართველი და აკრძალულიც და აუკრძალავიც შევძლებ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კურპაძემ დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით, 6 წელია რაც პარტიაშია, “მანამდე სამოქალაქო აქტივისტი იყო და არანაკლებ მძიმე  დაპირისპირებაში იყო ივანიშვილის რეჟიმთან.“

მე-6 წელია რაც პარტიული ვარ, მანამდე სამოქალაქო აქტივისტი ვიყავი და არანაკლებ მძიმე დაპირისპირებაში ვიყავი ივანიშვილის რეჟიმთან. ლამის ყველა იზოლატორში ვარ ნაჯდომი, არ გამჭირდება ის, რომ თუნდაც პარტიული ნომრის გარეშე ვიყო ბრძოლაში. ეს უნდა გადავდოთ გვერდზე, მათა გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ, არც მოვახდენთ და არც გვექნება ის, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნოთ, არა, ვიქნებით რადიკალურ წინააღმდეგობაში “ქართულ ოცნებასთან“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

მსგავსი სიახლეები