ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ყველა რეჟიმის პირობებში, ბოლოს აკრძალული იმარჯვებს - თენგო თევზაძე

31.10.25 22:00
ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ყველა რეჟიმის პირობებში, ბოლოს აკრძალული იმარჯვებს - თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, თენგო თევზაძე დარწმუნებულია, რომ “ივანიშვილი ხალხის მიერ მხარდაჭერილ ძალებს ნანა კაკაბაძეთი, ხალხის ძალით და ა.შ. ვერ ჩაანაცვლებს“.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, პროდასავლური პარტიების აკრძალვა ივანიშვილის დაშვებით მოხდა და “აკრძალვების ლოგიკური ფინალი იქნება, ის, რომ ბოლოს აკრძალული გაიმარჯვებს.“

აკრძალვების ლოგიკური ფინალი არის შემდეგი, მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილი დაშვებით მოხდა. ვიცი, რომ ის ყველა გადაცემას უყურებს, თუ არადა ანალიტიკას უკეთებენ მას, ამიტომ თუ ამ გადაცემის ანალიტიკასაც გაუკეთებენ, უნდა იცოდეს, რომ ყველა რეჟიმის პირობებში, ბოლოს აკრძალული იმარჯვებს და ეს მოხდება ახლაც. ივანიშვილი ხალხის მიერ მხარდაჭერილ ძალებს ვერ ჩაანაცვლებს ნანა კაკაბაძეთი, ხალხის ძალით და ა.შ. ეს ვერ მოხდება, 13 წელია ცდილობენ და მაინც ვერ მოხდა, - თქვა მან.

თენგო თევზაძის თქმით, გაჩერება გამორიცხულია და აჯობებენ, ვიდრე იბრძვიან.

გამორიცხულია, რომ ამ ბრძოლაში ივანიშვილმა გაიმარჯვოს, - დასძინა მან.

 

მსგავსი სიახლეები