როგორ ატერორებს ქართული ოცნება ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ხმების მისაღებად - სკანდალური დოკუმენტი ნაწილი 3
"ქართული ოცნების" ოფისიდან გამოტანილი დოკუმენტებით ირკვევა, როგორ ატერორებს მმართველი პარტია ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ხმების მისაღებად. წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სამიზნე, მარნეულის ცენტრში მდებარე ჩაიხანას მფლობელი აღმოჩნდა. ირკვევა, რომ მაგარამ მაგარამოვი ოცნების მიერ პარტიული მოწინააღმდეგეების სიის სათავეშია.
გამოგზავნეს ხალხი ჩემთან. მოვიდნენ და მითხრეს რომ შენ ხმას ხუთიანს აძლევ, თან აზერბაიჯანის მოქალაქე ხარ, სად ძვრები? უნდა გაჩუმდეო. ჩვეულებრივი ხალხი მოაგზავნეს, მე ვუთხარი რომ შეჩერდით!როდესაც უნდათ რომ აღარ ვიაქტიურო, ხალხს მიგზავნიან გასაჩუმებლად, მაგრამ არ გამოუვათ. ჩვეულებრივად ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, მე აქ ყველაფერი კანონიერად მაქვს"- ამბობს "შაბათის ეთერტთან" ბიზნესმენი.
სოფელ ყაჩაღანის ხორცის მაღაზიის გამყიდველიც, "ქართლი ოცნების" მტრების სიაშია იყო, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მცირე მეწარმეზე ზეწოლამ გაჭრა და ბოლო არჩევნებზე მხარი მმართველ პარტიას მისცა.
დოკუმენტების მიხედვით, "ოცნება" მურთუზ უბადოვსაც ერჩის - გლეხს, რომელსაც სოფელ საბიკედში სახელმწიფო მიწაზე, კარტოფილი მოჰყავს, ქართულმა ოცნებამფო ეკუთვნის. ამიტომ სახელისუფლებო პარტია მას ლუკმა-პურის წართმევით ირიბად დაემუქრნენ:
გამესაუბრნენ და მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა სოფლის გამგებლის მომეხსნა, მერიაში ვიყავი შეხვედრაზე. არ ვიცი ვის ვესაუბრე. დამირეკეს და დამიბარეს. ვერ ვიტყვი რომ იყო მუქარა, თუმცა მერიაში შესვლისთანავე მივხვდი რაზეც იყო საუბარი"- ამბობს ჩვენი რესპოდენტი.
სოფელ კირაჩმუღანლოში მცხოვრებ ეთირამ ახმედოვს ქართულმა ოცნებამ ორი სისუტე უპოვა - ირკვევა, რომ ეთირამს სავალდებლო სამხედრო სამსახური უწევდა, გადაუვადეს, შემდეგ დაადგინეს რომ სააღამოობით აზარტული თამაშებით ერთობოდა და ამით დააშანტაჟეს.
სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან მუქარა, ნოვრუზ მეხტიევის ოჯახსაც გამოვლილი აქვს. კონფიდენციალურ საბუთში წერია, რომ მეხტიევის ოჯახი ოცნებას აქტიურ წინააღმდეგობას უწევს. მეხტიევის მამის ბალანსზე ჩაიხანა და სავაჭრო ობიექტია თაზაქენდში თუმცა საგადასახადო ჯარიმებიბს შიშით პოლიტიკური გემოვნება მაინც არ შეიცვალა:
მოვიდნენ მერიის თანამშრომლები და ემუქრებოდნენ მამაჩემს ჯარიმებით. ოცნებისგან არაფერი მიკვირს , მამაჩემს ეუბნებოდნენ რომ შეიძლება რამე ჩავუდოთო"- აცხადებს შაბათის ეთერის რესპოდენტი.
ოპოზიციურად განწყობილი ნურადინ ისმაილოვის ცოლი ქათიბა ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღში მუშაობს. ისმაილოვების მარჩენალიც სხვების მსგავსად საპრეზიდენტო არჩევნების წინ საიდუმლო შეხვედრაზე ბაღის გამგემ ორჯერ დაიბარა და გააფრთხილა, რომ თუ გააგრძელებდა ევროპული საქართველოს აგიტაციას, მის ცოლს საჯარო სამსახურიდან გაუშვებდა.
საბავშვო ბაღის უფროსმა ორჯერ დამიბარა. მითხრა რომ თუ ოპოზიციიდან არ წახვალ, შენ ცოლს გავუშვებ სამსახურიდანო. მე ვუთხარი, რომ ჩემ ცოლს ვერ გაუშვებთ, რადგან როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავითქო და თუ კაცი ხარ, კაცურად დამელაპარაკეთქო"- ამბობს ნურადინ ისმაილოვი.
ჯეიხუნ გარაევის ოჯახიც ამ დრომდე ოპოზიციურად ფიქრობს და მმართველ გუნდთან სამართლებრივ ბრძოლაშიც არიან. მასთან ერთად მისი ოჯახის ორი წევრი პროფესიით პედაგოგია. გარაევი ერთ-ერთი იმათგანია ვინც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებას საარჩვენო უბნებთან მუდმივად ახდენს. პოლიტიკური შეხედულებების გამო გარაევების ოჯახი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.
მამაჩემი გაანთავისუფლეს ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო და მეც დისციპლინური სასჯელი დამიწერეს და მაგაზე ვდაობ" - ამბობს ჯეიხუნ გარაევი.