ხიდაშელი - ღარიბაშვილის შემდეგ, ანტიკორუფციული შსს-ს მინისტრისთვის ნაჩუქარი ფულის წარმომავლობით უნდა დაინტერესდეს

01.11.25 16:31
ხიდაშელი - ღარიბაშვილის შემდეგ, ანტიკორუფციული შსს-ს მინისტრისთვის ნაჩუქარი ფულის წარმომავლობით უნდა დაინტერესდეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო, ამჟამინდელი შსს მინისტრის, გეკა გელაძისსთვის ნაჩუქარი ფულის წარმომავლობითაც უნდა დაინტერესდეს, რომელიც გელაძეს დეკლარაციაში აქვს მითითებული. 

ირაკლი ღარიბაშვილის საქმის შემდეგ, პირველი, რითაც ახლა ანტიკორუფციული სამსახური უნდა იყოს დაკავებული, დეკლარაციებში, სადაც ოჯახის წევრების, განსაკუთრებით მშობლების მიერ ნაჩუქარ მრავალათასებზეა საუბარი, ამ ფულის წარმომავლობით უნდა დაინტერესდეს და ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი გახმაურებული ბოლო ამბავი იყო, მოქმედი შსს-ს მინისტრისთვის მისი მშობლების მიერ ნაჩუქარი 140 თუ 150 ათასი ლარი, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულ ეჭვებს აჩენს", - ამბობს თინა ხიდაშელი "ტ პირველის" პირდაპირ ეთერში. 

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გელა გელაძის ცოლს მშობლებმა 150 000 დოლარი აჩუქეს - თანხა, რომელიც მან სასტუმროს ნომრის შესაძენად გადაიხადა.

გელა გელაძისგან განსხვავებით, დეკლარაციაში არ ჩანს, რომ ნათია ელიზბარაშვილი მუშაობს, თუმცა მის საბანკო ანგარიშებზე სოლიდური თანხაა - 100 000 დოლარი და ასევე ჯამში რამდენიმე ათასია სხვადასხვა ვალუტაში.

მსგავსი სიახლეები