ევროპარლამენტარის პასუხი ოცნებას: საქართველოს დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სესიას - ახლა ისინი ჩივიან

01.11.25 18:16
ევროპარლამენტარის პასუხი ოცნებას:  საქართველოს დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სესიას - ახლა ისინი ჩივიან

გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას X-ზე ეხმაურება. 

  • შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად გადააქცია.

"აღსანიშნავია, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ ამ კვირაში ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს სესიას, რითაც ხელიდან გაუშვა გადაწყვეტილებების მიღების ან თუნდაც მათი დაბლოკვის შანსი, - დაწერა სერგეი ლაგოდინსკიმ. 

„ახლა ისინი ჩივიან, რომ გადაწყვეტილებები არ მოეწონათ, რომ არ არის ჭეშმარიტი და სამწუხაროა. ჩემი პოზიცია თავიდანვე ნათლად იყო გადმოცემული: არავის გაუუქმებია საქართველოს ოფიციალური დელეგაციის მოწვევა. მათ არჩიეს, არ მოსულიყვნენ“, - წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი სიახლეები