ეს კონსილიუმი და ექიმების ჯგუფი, ტყუილად იყო შექმნილი - სააკაშვილის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ავდოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია აუციელებელია და ამის შესახებ კონსილიუმიც შეთანხმდა. გელხაური აღნიშნავს, რომ თუ იუსტიციის სამინისტრომ კონსილიუმის დასკვნა არ გაითვალისწინა გამოდის, რომ ექიმების ჯგუფი ტყუილად შეიქმნა.
მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არის, თუმცაღა იუსტიციის მინისტრი ისევ და ისევ აცხადებს, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს გლდანის ციხესთან არსებულ ციხის საავადმყოფოში, ეს შეუძლებელია. სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში ვერ განხორციელდება.
მთელი ეს პეიროდი გვეუბნებოდნენ, რომ შეიქმნება ექიმების ჯგუფი, რომლის რეკომენდაციების საფუძველზეც იმოქმედებდნენ. ეს კონსილიუმი და ექიმების ჯგუფი, ტყუილად იყო შექმნილი არ ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს", - ამბობს გელხაური.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კონსილიუმზე მიხეილ სააკაშვილის, საჭიროების მიხედვით, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი სიცრუეა.