ბიზნესმენი "ოცნებას": მოსამართლეები, რომლებიც "ნაციონალებისგან" გადმოიბარეთ, თქვენც გაგასამართლებენ

01.11.25 19:36
ბიზნესმენი "ოცნებას": მოსამართლეები, რომლებიც "ნაციონალებისგან" გადმოიბარეთ, თქვენც გაგასამართლებენ

„ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ის ადამიენები დააწინაურა, რომლებმაც მას საქმე შეუკერეს. 

  • ვახტანგ ბეგიაშვილი აცხადებს, რომ მას ბიზნესი 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს წაართვეს და დააპატიმრეს. ფინანსთა სამინისტროს საშემოსავლო სამსახურმა მას 3 მილიონის ჯარიმა დააკისრა. 2012 წლის გაზაფხულზე ბეგიაშვილმა შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
  • საბოლოოდ, ქონება მას არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაუბრუნა. საქმე პროკურატურას დღემდე არ გამოუძიებია.

ჩემს და ჩემი კომპანიების წინააღმდეგ, 90 სახელმწიფო მოხელე მოქმედებდა, მათი იდენთიფიცირება ჩვენ მოვახდინეთ და ეს სია საჯაროა. საუბარია პოლიტიკოსებზე, ძალოვნებზე, სასამართლო ხელისუფლების, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლევზე და ა.შ.  სიაში რა ტქმა უნდა იყვნენ პროკურორები, რომლებმაც ბრალი დამდეს. 

2012 წლის შემდეგ კი ეს პირები, დააწინაურეს. მაგალითად, ლაშა აბულაძე, რომელმაც ბრალი დამდო და სასამართლოში ჩამოაყალიბა. ეს უკანასკნელი გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშნეს. შემდეგი იყო პროკურორი  კონსტანტინე სირაძე, რომელიც თავდაპირველად თბილისის პროკურორის მოადგილედ დანიშნეს. ეს ის გამომძიებელი იყო, რომელმაც აღკვეთის ღონისძიება შემიცვალა [გირაო-პატიმრობით]. იყო რუსთავის პროკურორი, მერე კახეთის, ბოლოს კი საპროკურორო საბჭოში შეიყვანეს. ეს არის საბჭო, რომელიც გამჭვირვალობაზეა პასუხისმგებელი. ირჩევს მთავარ პროკურპრს, აკონტროლებს მოადგილეებს. 

დააწინაურეს პროკური ლევან გეგეჭკორი, დაწინაურებულთა შორისაა,  ილია ჯანაშია, რომელიც ფოთის პროკურატურაში გაამწესეს.  ისიც საპროკურორო საბჭოს წევრია დღეის მდგომარეობით. ყველაზე ცინიკური კი არის ის რომ ეს ხდება იმ პირობებში, როცა, მე "ქართულმა ოცმებამ" პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომანიჭა"- ამბობს ბიზნესმენი.

 დავით ბეგიაშვილის თქმით, "ქართულმა ოცნება" გადმოიპორტირა ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების მორჩილად ასრულებდნენ.

 მოსამართლეების უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა ინსტანციაში ჩემს საქმეს განიხილავდსნენ, უვადოდ არიან დანიშნულები: გიორგი არევაძე, ტარიელ ტაბატაძე, ნაირა გიგიტაშვილი, დავით ერქვანია, გიორგი კალაძე, თეა თადაშიძე, მირანდა ერემაძე, ნათია ქუთათელაძე, მერაბ ლომიძე, თეა ძიმისტარაშვილი, ირაკლი შენგელია, ლევან მურუსიძე, ილონა თოდუა, გია კახეთელი. ეს მოსამართლეები დღესაც ოპერირებენ. ეს მოსამართლეები, ამ გზააბნეულ ძველ მეოცნებეებს გაასსამართლებენ. საკუთარ ტყავზე გამოცდიან. შორს არ არის ის დრო, როცა ზუსტად ეს მოსამართლეები გაასამართლებენ "ქართული ოცნების" ამჟამინდელ ხელისუფლების წევრებსაც. დამიჯერეთ ნამუსი ეყოფათ"- თქვა ბიზნესმენმა. 

მსგავსი სიახლეები