სკანდალი: ვინ დატოვა ხალხი ქუჩაში?
37 წლის მარტოხელა დედა შვილის ოპერაციისათვის მძიმე შრომით ნაგროვებ 12 ათას დოლარს რამდენიმე თვეა, "სფერო ინვესტისგან" უშედეგოდ ელოდება. ამბობს, რომ გირავნობის ალტერნატივის შემოთავაზებას "სფერო ინვესტთან" იმიტომ დათანხმდა, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებული შვილის ოპერაციის ფული უსაფრთხოდ შეენახა. ირინას შვილს ოპერაციის ჩატარება ახლა უწევს, თუმცა არც ბინა აქვს, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით "სფერო ინვეტს" უნდა ექირავებინა და არც შვილის სასწრაფო ოპერაციისთვის ფული.
18 წლის ცერებრალური დამბლით დაავადებული ნინის დედას, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. რამდენიმე დღეა, რაც ის შვილებთან ერთად დაქალმა შეიფარა. ირინე ხელშეკრულების მიხედვით "სფერო ინვესტის" მიერ ნაქირავები ბინიდან, რომელშიც ის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, გადაუხდელობის გამო გამოუშვეს.
37 წლის ქალი არ არის ერთადერთი, არ არის, ვინც, კომპანია "სფერო ინვესტს" თაღლითობაში ადანაშაულებს და რომლებიც თვეებია კუთვნილი თანხების დაბრუნებას ელოდება.
დაზარალებულების თქმით, "სფერო ინვესტის" სქემა ასეთია, ინტერნეტი აჭრელებული იყო განცხადებებით, სადაც მოქალაქეებს ბინის დაგირავებას სთავაზობდნენ. ანუ იხდი გარკვეულ თანხას, კომპანია ამ ფულს განკარგავს სანაცვლოდ კი გაძლევს ბინაში ცხოვრების უფლებას ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ფული გიბრუნდება სრულად. ახლა ათობით მოქალაქეს აღარც დაბანდებული ფული აქვს და აღარც თავშესაფარი.