შსს: გუშინ დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო

01.11.25 21:06
შსს: გუშინ დაკავებული  ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, გუშინ დაკავებული  ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო - განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

გეკა გელაძის უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

„2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში.

აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები